საჯარო მოხელეთა ქსელი

საჯარო მოხელეთა ჰაბის მისიაა ხელი შეუწყოს ძლიერი და ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. სწორედ ამ მისიის ფარგლებში ჰაბი წარმოადგენს სივრცეს საჯარო მოხელეებისა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა პროფესიულად განვითარდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, იმსჯელონ ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან ერთად მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ერთად მოიძიონ გადაწყვეტილების საუკეთესო გზები, გაუზიარონ მათი დარგის რელევანტური გამოცდილება და გაამყარონ კავშირები და კოორდინაციის ხარისხი საჯარო სამსახურში.

 

რატომ უნდა გახდე საჯარო მოხელეთა ქსელის წევრი?

 

საჯარო მოხელეთა ჰაბის წევრობა  უზრუნველყოფს  საჯარო მოხელეთა კარიერული ზრდის ხელშეწყობას, რეფორმების პროცესში საჯარო მოხელეთა ინიციატივების მხარდაჭერასა და  მათი უფლებების დაცვას.

 

საჯარო მოხელეთა ქსელის წევრები სარგებლობენ ჰაბის შემდეგი პრივილეგირებული მომსახურებითა და უპირატესობებით

 

  • სწავლებაზე ორიენტირებული მიდგომით შესაძლებლობების გაფართოება და პროფესიული განვითარება სემინარების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და ვებინარების მეშვეობით
  • თანამშრომლობის ქსელში ჩართულობა - კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვით როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ, ასევე სფეროს წარმომადგენლებთან საერთაშორისო დონეზე
  • წვდომა სასარგებლო და უახლეს საინფორმაციო მასალებზე, მათ შორის, თემატურ კვლევებზე, პრაქტიკულ სახელმძღვანელოებზე, სხვადასხვა საერთაშორისო სტრატეგიულ დოკუმენტებზე და სხვა
  • საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებების, კარიერული წინსვლის, გათავისუფლების, დისციპლინური ზომების, ეთიკის კოდექსისა და სხვა საკანონდებლო პრაქტიკული საკითხების შესახებ, პოლიტიკური გავლენების, მენეჯმენტის ან კოლეგების მხრიდან უკანონო ქმედებებისგან თავდაცვის მიზნით
  • საჯარო მმართველობის, საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული რეფორმების  მხარდაჭერა მოხელეებისა და დაინტერესებული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით.

 

ვის შეუძლია გაწევრიანება?

 

საჯარო მოხელეთა ქსელის წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი საჯარო მოხელე ან/და საჯარო სამსახურში მომუშავე პირი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში საჯარო სამსახურის განვითარებითა და გაძლიერებით, აქვს სურვილი და შესაძლებლობა ერთი მხრივ, კოლეგებთან ერთად იმსჯელოს საჯარო მოხელეების საჭიროებებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, გაუზიაროს ქსელის წევრებს მისი იდეები და მიდგომები,  მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ ინიციატივებში, ხოლო მეორე მხრივ, თავად გაიზიაროს  მისთვის საინტერესო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები.

სიახლეები

img

რა კარგია რომ დაბრუნდით!

ავტორიზაცია

რეგისტრაცია

უკვე გაქვს ანგარიში ? შესვლა

პაროლის აღდგენა

logo
Join Us

Civil Service Hub

არ გაქვთ ანგარიში? დარეგისტრირდი

.

პაროლის შეცვლა